მხოლოდ ორი ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატიდან 

26 ოქტომბერი 2023, 10:40 443 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ქართველმა ფალავნებმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მესამე ადგილზე ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ავიდნენ. რეპეშაჟში გავიდა ლუკა ღვინჯილია, მაგრამ ყაზახ მეტოქესთან დამარცხდა.

ბრინჯაოსთვის იჭიდავა გოგა ოთინაშვილმა მაგრამ მანაც წააგო. აქვე შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ გამყრელიძე უფროსებში მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი