დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაიმართება

24 ოქტომბერი 2023, 14:18 442 ნახვა

დღეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის რვა შეხვედრა გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს „ნაპოლისა“ და ბერლინის „უნიონის“ მატჩი იწვევს. გერმანელები ტურნირის დებიუტანტები არიან.

რაც შეეხება კვარაცხელიას გუნდს, „ნაპოლი“ თანდათან ფორმაში შედის, რაც ბოლო მატჩებში აშკარად გამოჩნდა.

სხვა მატჩებში გალათასარაი-ბაიერნს დაუპირისპირდება. მანჩესტერ იუნაიტედი კოპენჰაგენს; ლანსი-ეინდჰოვენს; სევილია-არსენალს; ბრაგა-რეალს; ინტერი-ზალცბურგს; ბენფიკა კი რეალ-სოსიედადს უმასპინძლებს. „უნიონისა“ და „ნაპოლის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში