საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის 

29 სექტემბერი 2023, 10:09 519 ნახვა

საფრანგეთის ქალაქი მონპელიე 3-5 ნოემბერს ძიუდოში კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს. ლაშა გუჯეჯიანმა კონტინენტის პირველობისთვის მამაკაცთა წინასწარი შემადგენლობა დაასახელა: ჩვენს გუნდს ორ-ორი მონაწილე 90 და მძიმე წონით კატეგორიებში ეყოლება.

ევროპის ჩემპიონატისთვის კი საქართველოს ნაკრების შემადგნლობა შემდეგია. 60 კილოგრამი - გიორგი სარდალაშვილი; 66 - ვაჟა მარგველაშვილი; 73 - ლაშა შავდათუაშვილი; 81 - ტატო გრიგალაშვილი; 90 - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე; 100 კილოგრამში ილია სულამანიძე; +100-ში კი გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი