საქართველოს თასი მშვილდოსნობაში

27 სექტემბერი 2023, 14:01 768 ნახვა

დღეს ანგისის სასროლეთზე დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მშვილდოსნობაში, რომელიც როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორისაც გაიმართა.

ტურნირში 32 მშვილდოსანი მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

ქართველი მშვილდოსნებს წინ კიდევ თასის მესამე ეტაპი ელოდებათ, რომლის შემდეგ, ოთხ-ოთხი საუკეთესო ვაჟი და ქალი მონაწილეობას მიიღებს ქეთევან ლოსაბერიძის სახელობის თასის გათამაშებაში, რის შემდეგაც დაიწყება საქართველოს ნაკრების დაკომპლექტება, რომელიც 2024 წლიდან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩაებმება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი