ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა 

24 სექტემბერი 2023, 11:15 544 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ ნახევარფინალში ფრანგს 3:1 სძლია და მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.

კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოსაპოვებლად ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ მურად მამადოვს დღეს დაუპირისპირდება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა მოჭიდავემ, ჯონი ხეცურიანმა და ლაშა გობაძემ ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი