თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა 

24 სექტემბერი 2023, 10:05 512 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი დაიწყო. იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ქართველის გუნდმა „ოლიმპია მილანო“ 78:73 დაამარცხა.

ვირტუს ბოლონია“ მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ გაიყვანა. „მილანოსთან“ შეხვედრის პირველი ტაიმი „ვირტუს ბოლონიამ“ 2 ქულით მოიგო. მესამე მეოთხედში შენგელიას გუნდმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო თანაბარი გადამწყვეტი მეოთხედის ფონზე, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი