რაგბის მსოფლიო თასზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული მატჩი ფიჯელების გამარჯვებით 22:15 დასრულდა, რითიც ჩემპიონატის პირველი სენსაციაც დაფიქსირდა.
C ჯგუფს 10 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ფიჯი და ავსტრალია ინაწილებენ.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები კი პირველი ქულების მოპოვებას 23 სექტემბერს, ერთმანეთთან მატჩში შეეცდებიან.