საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში გავიდა

17 სექტემბერი 2023, 12:20 463 ნახვა

კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის კორტებზე დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი 2-ის მატჩში საქართველოს ნაკრებმა 3:1 დაამარცხა ტუნისი და პლეი-ოფში ითამაშებს, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

წყვილთა დაპირისპირებაში ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტმა სკანდერ მანსურისთან და აზიზ უაკასთან წააგო და შეხვედრაში ანგარიში 2:1 გახდა.

გადამწყვეტი მეოთხე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც საბა ფურცელაძემ აზიზ დუგაზს ორ სეტში მოუგო  და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში