საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

13 სექტემბერი 2023, 10:04 528 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

ნორვეგიელთაგან გოლები ჰალანდმა და ოდეგორმა გაიტანეს, რომელსაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბუდუ ზივზივაძის პრესტიჟის გოლი მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში