ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო-2025-ის შესარჩევი გამარჯვებით დაიწყო

07 სექტემბერი 2023, 10:02 579 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გიბრალტართან მატჩით დაიწყო და სტარტზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

მეათე წუთზე ანგარიში ოთარ მამაგეიშვილმა გახსნა. შვიდ წუთში სვანაძის შეგირდებმა მეორე გოლიც გაიტანეს. ამჯერად თავი ვასილიოს გორდეზიანმა გამოიჩინა.

უმცროსი ჯვაროსნები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას 12 სექტემბერს კიშინიოვში, მოლდოვასთან გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი