თემო სამხარაძე მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა

05 სექტემბერი 2023, 10:10 585 ნახვა

თემო სამხარაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. რუმინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ სამჭიდში  ახალგაზრდებს შორის  ქართველმა მძიმეწონოსანმა ჯამში 1008 კგ დააგროვა და ზედიზედ მესამედ გახდა პლანეტის ჩემპიონი.  მან ასევე დაამყარა  მსოფლიოს ახალგაზრდული და ევროპის დიდების რეკორდი ამოწევაში,  როდესაც 388 კილოგრამს გაუმკლავდა.

შეგახსენებთ რომ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავათ თემო ღია ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სამჭიდელად ითვლება, რადგან მხოლოდ მას აქვს მოპოვებული უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში