საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 100:73 დამარცხდა.
პირველი ნახევარში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ორ ქულიანი სხვაობით 43:41 დათმო. თუმცა დიდი შესვენების შემდეგ გორდონ ჰერბერტის შეგირდებმა საგრძნობლად მოუმატეს მესამე და მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 19 ქულით, 4 მოხსნითა და 1 გადაცემით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 15 ქულით და 6 მოხსნით გოგა ბითაძე გამოირჩა, ხოლო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე ავსტრალიის ნაკრებთან ჩაატარებს.