დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება

01 სექტემბერი 2023, 10:31 633 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი ოკინავაზე თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

პირველი ეტაპის შემდეგ გერმანიას სამიდან სამი გამარჯვება აქვს, ხოლო საქართველოს აქტივში სამიდან ორი მოგებაა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდა. K ჯგუფში კი საქართველოს კონკურენციაა სლოვენიასთან, ავსტრალიასთან და გერმანიასთან მოუწევს. სლოვენია პირველ ეტაპზეც ჩვენთან ერთად იყო და ამიტომ მათ მეორე ეტაპზე აღარ ვეთამაშებით შემდეგ ეტაპზე K ჯგუფიდან 2 საუკეთესო ნაკრები კი მეოთხედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში