უკრაინელებს უნდა ვენდოთ - სტოლტენბერგი

31 აგვისტო 2023, 11:54 477 ნახვა

კონტრშეტევასთან დაკავშირებით უკრაინელებს უნდა ვენდოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მათ შეუძლიათ რუსების შეტევების უკუგდება, მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, დანაღმული მინდვრების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აძლევენ უკრაინას, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში