უკრაინაში საბრძოლო დავალების შესრულებისას სამი პილოტი დაიღუპა

28 აგვისტო 2023, 10:55 501 ნახვა

სამი უკრაინელი სამხედრო მფრინავი  დაიღუპა კიევის დასავლეთით უკრაინის ჟიტომირის ოლქში   ავიაკატასტროფის შედეგად. ორი ელ-39 ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავი საბრძოლო დავალების შესრულებისას   ერთმანეთს დაეჯახა. განცხადებას უკრაინას საჰაერო ძალები ავრცელებს.    

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დასავლელი მოკავშირეებისგან 61-მდე ეფ-16 ავიაგამანადგურებლის მიღებას და  უკრაინელი მფრინავების  სწრაფად გაწვრთნას ელოდება, საღამოს  ვიდეომიმართვაში თქვა, რომ დაღუპულ მფრინავებს შორის  იყო ანდრეი პილშჩიკოვი, მეტსახელად ჯუსი, რომელსაც ეფ-16 ავიაგამანადგურებელი უნდა ემართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში