იტალიის სერია A-ს კიდევ ერთი ქართველი ემატება

25 აგვისტო 2023, 10:55 556 ნახვა

იტალიის სერია A-ს „ფროზინონეში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, აკაკი გიუნაშვილი ითამაშებს, ინფორმაციას ფოთის „კოლხეთის“ პრესსამსახური ავრცელებს, რასაც ცნობილი საფეხბურთო პორტალი „ტრანსფერმარკეტიც“ ადასტურებს. 

"ფროზინონემ", რომლის მთავარ გუნდში გიორგი კვერნაძე თამაშობს, კიდევ ერთი ქართველი გაიფორმა - 18 წლის აკაკი გიუნაშვილი, ვინც ამ კლუბის 19-წლამდელებში, "პრიმავერაში“ ითამაშებს, - წერია "ტრანსფერმარკეტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გიუნაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი