კადეტი ძიუდოისტების ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატიდან

24 აგვისტო 2023, 14:00 489 ნახვა

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ფინალური ორთაბრძოლა ყაზახ ნურლან ისატაევთან წააგო მერაბ სამადაშვილმა, რომელმაც მანამდე გზიდან მოლდოვას, ისრაელის, ეგვიპტისა და აზერბაიჯანელი ძიუდოისტები ჩამოიცილა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა შოთა ბაჩოშვილი, რომელმაც რეპეშაჟის გადამწყვეტ შეხვედრაში მონღოლი ტუგულდურ ჩოიჯილავი დაამარცხა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის კიდევ 12 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი