ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელია

23 აგვისტო 2023, 11:02 596 ნახვა

დონეცკის „შახტარმა“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

21 წლის მცველთან ხელშეკრულება, რომელიც „შახტარში“ სერბული „ცრვენა ზვეზდადან“ გადავიდა, 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

აზაროვი თამაშობდა თბილისის „დინამოში“, „დინამო“ ბათუმსა და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“. არის საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების წევრი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი