"ნაპოლის" კვარაცხელია დაუბრუნდა და "სასუოლოსთან" მატჩისთვის მზად იქნება

23 აგვისტო 2023, 11:15 554 ნახვა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „სასუოლოსთან“ მატჩისთვის  სრული დატვირთვით ემზადება. ქართველმა შემტევმა მცირე დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელება გეგმისამებრ მოასწრო და „აძურის“  ბოლო ვარჯიშში სრულფასოვნად  მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ „სასუოლოსთან“ უახლოს მატჩში მოედანზე გავა.  

ხვიჩას დისკომფორტის გამო „ფროზინონესთან“ სეზონის სასტარტო მატჩის გამოტოვება  მოუწია.  

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში  27 აგვისტოს,  „სასუოლოს“ უმასპინძლებს.   

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი