ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დანიის ხელისუფლებას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ზელენსკის და პირველ ლედი ოლენა ზელენსკას დანიელი კანონმდებლები ოვაციებით შეხვდნენ.
რუსეთმა დაგმო დანიისა და ნიდერლანდების გადაწყვეტილება უკრაინას ეფ-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებს შესახებ და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
პირველ ექვს ავიაგამანადგურებელს უკრაინა ახალ წლამდე მიიღებს.