ბოსტონში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერმსუბუქი წონის ქამრის მოსაპოვებლად ერთმანეთს ალჯამაინ სტერლინგი და შონ ო'მალი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა სწორედ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
28 წლის ო'მალიმ მეტოქე მეორე რაუნდში ნოკდაუნით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ შონმა სასურველ მეტოქედ მარლონ ვერა დაასახელა.
სტერლინგისა და ო'მალის დაპირისპირებამდე მერაბ დვალიშვილმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ ალჯამაი ამ ბრძოლის შემდეგ წონას შეიცვლიდა, თუმცა დღეს იამაიკელმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგის გამარჯვების შემთხვევაში თუ ის წონას შეიცვლიდა ქართველ მებრძოლს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა.