კიდევ ერთი ქართველი ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს

15 აგვისტო 2023, 10:30 638 ნახვა

გიორგი გაგუა ლა ლიგაში დაბრუნებული „ალავესის“ განაცხადში იყო ჩემპიონატს პირველი ტურის შეხვედრაში „კადისთან“, რომელშიც ქართველის გუნდი 0:1 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი მეოთხე წელია „ალავესის“ სისტემაში იზრდება და 19-წლამდელების გუნდიდან ჯერ „ალავესი“ B-ში დააწინაურეს, შემდეგ კი – მთავარ გუნდში.

გასულ სეზონში გამოცდილების მისაღებად „რეალ უნიონში“ გაუშვეს. მართალია, გიორგი გაგუას „კადისთან“ არ უთამაშია, მაგრამ კიდევ ერთი ქართველია, რომელიც ტოპ ლიგის გუნდში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ტოპ-ლიგებში 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. გიორგი მამარდაშვილი და გიორგი გაგუა ლა ლიგაში, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი კვერნაძე იტალიის სერია ა-ში და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა ერთში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი