ინგლისში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა

07 აგვისტო 2023, 11:53 527 ნახვა

„უოტფორდში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე კრისტალ-პაასი 4:0 დაამარცხა. მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, რომელმაც თამაში გაამწვავა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. 8 აგვისტოს „უოტფორდი“ ლიგის თასზე გასვლაზე „სტივენიჯს“ დაუპირისპირდება, ხოლო 12 აგვისტოს ჩემპიონშიფის მეორე ტურში „პლიმუთს“ მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი