მესიმ დუბლი შეასრულა და ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა

03 აგვისტო 2023, 14:19 616 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საკლუბო ტურნირის – ლიგების თასის პლეი ოფი დაიწყო. მეთექვსმეტედ ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ „ორლანდო სიტი“ დაამარცხა 3:2 და მერვედფინალში გავიდა, სადაც „დალასს“ შეხვდება. სამიდან ორი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. მან მეშვიდე და 72-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. 

არგენტინელმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში