„ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა 

03 აგვისტო 2023, 10:15 587 ნახვა

ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 61-ე წუთზე რუდი გარსიამ 9 ფეხბურთელი შეცვალა და კვარაცხელიაც შეიყვანა მოედანზე. შეთანხმების თანახმად, მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია და "ნაპოლიმ" 3:1 მოიგო.

ჟირონასთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ოსიმენს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.

კლუბი თანახმაა 8 მილიონი პლუს ბონუსები გადაუხადოს. შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში