საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა. არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „ალ-ნასრმა“ 4:1 დაამარცხა ტუნისის „მონასტირი“.
1:1-ზე კრიშტიანო რონალდომ 74-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. ეს იყო 145-ე გოლი, რომელიც პორტუგალიელმა თავით გაიტანა ოფიციალურ მატჩებში, რითაც აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
აქამდე რეკორდის მფლობელი იყო ლეგენდარული გერმანელი გერდ მიულერი 144 გოლით. მესამე ადგილზეა ესპანელი კარლოს სანტილიანა 125 გოლი.