ქართველი ძალოსნების ოქროს და ვერცხლის მედლები ევროპის ჩემპიონატიდან 

31 ივლისი 2023, 10:13 477 ნახვა

ბუქარესტში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც ოქრო მოიპოვა. ორჭიდის ჯამში 327 კილოგრამი მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ნიკოლოზ ესართიამ კი ატაცში 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი