ტურნირი ძალისმიერ სპორტში  

30 ივლისი 2023, 20:01 818 ნახვა

ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა და აჭარის ძალისმიერი სპორტის ფედერაციის ინიციატივით, ბათუმში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი 2023“ გაიმართა.

შეჯიბრებაში საქართველოს, უკრაინის, ირანის, თურქეთისა და სომხეთის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 17 ათლეტი აჭარიდან იყო. ტურნირი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში, როგორც მამაკაცთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა.

პროფესიონალები და მოყვარულები დისციპლინა ბიცეპშიწოლჭიმსა და ორჭიდში ასპარეზობდნენ. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ოქტომბერში უნგრეთში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი