საწვრთნელი სემინარი კარატეში

28 ივლისი 2023, 18:22 540 ნახვა

აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის საგანგებო მოწვევით ბათუმში საწვრთნელი შეკრება ჩატარდა -სემინარის ჩასატარებლად იმყოფებოდა მსოფლიოს სამგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი კონტაქტურ კარატეში, შავი ქამრის  მფლობელი უნგრელი გაბორ როსზა. სემინარში საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ასამდე სპორტსმენი, ასევე მწვრთნელები და ინსტრუქტორები მონაწილეობდნენ. მსოფლიო კარატეს ლეგენდა საკუთარ გამოცდილებას ქართველ სპორტსმენებს ორი დღის განმავლობაში უზიარებდა. აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის ლევან ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული ტიპის სემინარების გამართვა ტრადიციად იქცევა და სამომავლოდ ჩვენს ქალაქს არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი ეწვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი