კონფერენს ლიგაზე ორივე ქართული გუნდი დამარცხდა

28 ივლისი 2023, 10:19 606 ნახვა

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „აქტობეს“ „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ყაზახების ძირითად შემადგენლობაში იყო  ქართველი მცველი ლუკა გადრანი. ყაზახები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ და ცხრაწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. 73- წუთზე სტუმრებმა მესამე გოლიც გაიტანეს. 89-ე წუთზე არაბიძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა მესამე დამატებულ წუთზე სტუმრებმა სამბურთიანი სხვაობა აღადგინეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

წააგო ასევე მეორე ქართულმა კლუბმაც. გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა. განმეორებითი მატჩები 3 აგვისტოს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი