ძიუდოისტი გიორგი ბენდელიანი ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

28 ივლისი 2023, 10:18 474 ნახვა

ძიუდოისტი გიორგი ბენდელიანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალს დაეუფლა ბენდელიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება.

იპონით დაამარცხა ებრაელი და ჩეხი მეტოქეები, ნახევარფინალში გასული ვაზარით მოუგო ბულგარელ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თურქ სელიმ არი ემირთან ორი ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ძიუდოისტთა ანგარიშზე სამი ოქროს მედალია.

ჩემპიონები გახდნენ მათე გველესიანი, შოთა ბაჩოშვილი და მერაბ სამადაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი