სიახლე ბათუმის სპორტული ცენტრში

27 ივლისი 2023, 17:41 1032 ნახვა

ბათუმის სპორტულ ცენტრს ოფიციალურად გადმოეცა თავის დაქვემდებარებაში მინდვრის ჰოკეის სპორტული სექცია, რომლის არსებობა როგორც სპორტის სახეობა აჭარაში 50 წელს ითვლის. ამჟამად 50 - მდე მოზარდია გაწევრიანებული, რომელსაც ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე ავარჯიშებს. სპორტულ სექციაში ჩართვა გოგონებსა და ვაჟებს ექვსი წლის ასაკიდან შეეძლებათ და სწავლება სრულიად უფასო იქნება. სპორტული ცენტრი სამომავლოდ უზრუნველყოფს ახალი ინვენტარისა და ეკიპირების შეძენას, ასევე სავარჯიშო საწვრთნელი ბაზის გამოყოფასაც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი