მოცურავე ანა ნიჟარაძე ფინალში იასპარეზებს

27 ივლისი 2023, 11:02 500 ნახვა

მოცურავე ანა ნიჟარაძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალში იასპარეზებს.

26 ივლისს, სლოვენიის ქალაქ მარობორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოცურავე ანა ნიჟარაძე 100 მეტრზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით ნახევარფინალში გავიდა, შემდეგ კი უკეთესი შედეგით ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური ასპარეზობა დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში