ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

26 ივლისი 2023, 11:15 580 ნახვა

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს მარიბორის ლუკნას დარბაზში, სადაც ძიუდოისტები ასპარეზობენ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა.

უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. შოთა ბაჩოშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიის წარმომადგენელი აშხაბ ისაიევი იპონით დაამარცხა. 

მერაბ სამადაშვილმა იპონით დაამარცხა სომეხი სპორტსმენი, შემდეგ ორი ვაზარით მოუგო მოლდაველ მეტოქეს, წმინდა გამარჯვება ჰქონდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთანაც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ასევე იპონით გაიმარჯვა იტალიელ ემილიანო ლატანზისთან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი