ბათუმში დასრულდა აჭარის პირველობის პირველი წრე მინი-ფეხბურთში, რომელშიც ქალაქისა და მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული გუნდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა. პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში ქედის გუნდი ლიდერობს, მეორე ადგილზე ჩაქვის ფეხბურთელთა გუნდია, მესამეზე კი გუნდი „ფედსერვისი“.
აჭარის პირველობის მეორე წრე აგვისტოში გაიმართება.