მორიგი რეკორდი ბათუმში

23 ივლისი 2023, 20:08 785 ნახვა

ბათუმში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ორმა სპორტსმენმა ბაგრატ ჟღეტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ 15 ვაგონი, ჯამში 375 ტონა და 700 კგ  ბეჭებით 2 მეტრზე გაწიეს. ამით ბაგრატ ჟღეტმა საკუთარი რეკორდი 10 ვაგონი გააუმჯობესა. ჭაბუკა ჭიღლაძისთვის კი ეს პირველი რეკორდია.

ტექნიკური ხარვეზის გამო სპორტსმენებმა პირველ ცდაზე ვაგონები ვერ დაძრეს, რადგანაც ბაგირი გაწყდა. მეორე მცდელობისას კი მიუხედავად ტრავმისა მოახერხეს და რეკორდი დაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრები 21 და 22 ივლისს უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი