უკრაინის პრეზიდენტმა წერილობით მიმართა თურქეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შავი ზღვის მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გაგრძელების მოთხოვნით.
ზელენსკის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ ვის აქვს საკმარისი სურსათი გამოსაკვებად. მისივე აზრით, მარცვლეულის ინიციატივა შეიძლება მოქმედებდეს მოსკოვის მონაწილეობის გარეშეც.