საბა ადამია ევროპის ჩემპიონია

10 ივლისი 2023, 20:46 516 ნახვა

საბა ადამია ევროპის ჩემპიონია. მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის 102 კგ. წონით კატეგორიაში საბა ადამიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა! ძალოსანმა ატაცში 136 / 140 / 143 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა! გარდა ამისა მან ატაცში საქართველოს რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა. საბა ადამიამ აკვრაში თავი 168 / 173 / 177 კილოგრამს გაართვა და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდში მოგროვილი 320 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა! ორჭიდში დაძლეული წონა საქართველოს რეკორდიცაა, რომელიც ადამიამ 3 კილოგრამით გააუმჯობესა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში