სამი ოქრო და ორი ვერცხლი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა მონაგარი

10 ივლისი 2023, 20:44 458 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ  ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩვენი ნაკრები ამ მაჩვენებლით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. კონტინენტის გამარჯვებულები გიგი პაქსაძე, ერეკლე თავბერიძე და ლუკა მარტიაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი დავით შავაძე და გიორგი ქვარცხავა დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასევე წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც. ზურაბ ქალდანის შეგირდებმა ტურნირზე 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში