ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ინგლისმა ისრაელი დაამარცხა 

06 ივლისი 2023, 10:03 599 ნახვა

"ბათუმი არენაზე" ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა 3:0 ისრაელის ნაკრები დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. მე-17 წუთზე ისრაელის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა გიბს-უაიტმა ბურთი კარს ააცილა.

პირველ ტაიმში კი იმავე გიბს-უაიტმა 42-ე წუთზე გოლის გატანა მაინც მოახერხა და ინგლისმა ტაიმი მოიგო. მეორე ტაიმში 63-ე წუთზე პალმერმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე გოლი არჩერმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა ინგლისის სასარგებლოდ.

ბათუმში თამაშს 12 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ინგლისის ნაკრებმა ხუთივე თამაში მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია - 10:0.

ბუქარესტში კი მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანეთმა უკრაინა 5:1 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება ინგლისსა და ესპანეთს შორის „ბათუმი არენაზე“ 8 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი