საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე „თსუ“ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება 

06 ივლისი 2023, 10:00 422 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. საქართველოს ჩემპიონი „თსუ“ პორტუგალიის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.

ლისაბონურ გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატი 29-ჯერ აქვთ მოგებული, ქვეყნის თასი – 23-ჯერ. თსუ-სა და „ბენფიკას“ შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

ზუსტი თარიღი 14 ივლისამდე გამოცხადდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში