სემინარი კარატეში ევროპის ჩემპიონისგან

04 ივლისი 2023, 20:40 741 ნახვა

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში დღეს აჭარის კარატეს ფედერაციის მოწვევით ევროპის ჩემპიონმა ინგა შეროზიამ ბათუმელი სპორტსმენებისთვის საწვრთნელი სემინარი ჩაატარა. სექტემბერში საქართველოს კარატისტთა ნაკრები ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს და სემინარიც მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი ნაწილია. ასტანაში ეროვნული გუნდის ღირსებას 35 სპორტსმენი დაიცავს, ამათგან ათი აჭარის წარმომადგენელი იქნება. შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება, თუმცა მსოფლიომდე აჭარის ნაკრები ფოთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, შემდეგ კი შიდა ტურნირს გამართავს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელები შეირჩევიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი