ტაეკვონდოში ევროპული თამაშების ჩემპიონი ბათუმში დაბრუნდა 

03 ივლისი 2023, 14:28 602 ნახვა

პოლონეთში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა ზურა კინწურაშვილმა, რომელმაც ყველა ბრძოლა   დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

დღეს მას თანაგუნდელებმა, სპორტის დეპარტამენტისა და სპორტსკოლის ხელმძღვანელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ბათუმელი ჩემპიონი უკვე მორიგი ტურნირებისთვის დაიწყებს მზადებას. ჯერ ანკარაში G2-ის კატეგორიის ტურნირზე, აგვისტოში კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

როგორც სპორტსმენი, ასევე მწვრთნელებიც დარწმუნებულები არიან, რომ ჩემპიონი არა მარტო ოლიმპიურ ლიცენზიას, არამედ ოლიმპიურ მედალსაც მოიპოვებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი