ლუკა შონია კიკბოქსინგში ევროპული თამაშების ჩემპიონია

03 ივლისი 2023, 10:45 530 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.  კიკბოქსინგში ლუკა შონიამ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ტიმურ ბრიუკოვი დაამარცხა და შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. ამრიგად ევროპული თამაშები ქართულმა დელეგაციამ ცხრა მედლით დაასრულა.

ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს, ჩემპიონები მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ტაეკვონდისტი ზურაბ კინწურაშვილი, ძიუდოს შერეული ნაკრები და კიკბოქსიორი ლუკა შონია გახდნენ.

ვერცხლის მედლები ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ და მოკრივე ლაშა გურულმა მოიპოვეს, ხოლო ელენე ლოლაძე ტაილანდური კრივში, გოგიტა არქანია კარატეში და ზურაბ ივანიაძე კიკბოქსინგში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი