ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ხუთი ქართველი მედლისთვის იბრძოლებს 

01 ივლისი 2023, 11:10 490 ნახვა

ესპანეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც სამი - გოგა ოთინაშვილი, ოთარ ადეიშვილი და საბა კობახიძე დღეს ფინალში იჭიდავებენ. ნიკა ფანცულაია და ლუკა ღვინჯილია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

დღეს ჩემპიონატში მეორე ქართული ხუთეულიც ჩაებმება: მედლებისთვის თორნიკე ასაბაშვილი, გიორგი გოგრიჭიანი, თორნიკე სამხარაძე, გიორგი რომელაშვილი და ზურაბ რომელაშვილი იჭიდავებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი