ბათუმში MFC-ს „მგლების“ რიგით მეთორმეტე ტურნირი გაიმართა, რომელშიც ქართველებთან ერთად ირანელი და აზერბაიჯანელი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. ოქტაგონზე მაყურებელმა რვა ბრძოლა იხილა. „მგლების“ გუნდიდან ექვსი სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის იყვნენ დებიუტანტებიც.
რომა აბაშიძის შეგირდებიდან გამარჯვებები მოიპოვეს: ჯუბა ბერიძემ, გუგა ბიკეტოვმა, რამინ ჭელიძემ და ჯაბა ცეცხლაძემ, რომელმაც საღამოს მთავარ, სატიტულო ბრძოლაში ირანელი მეტოქე 14 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ლიგა MFC - ს ქამარი მოიპოვა.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ორმა ორთაბრძოლამ, რომელშიც გამოცდილი და მაყურებლისათვის ცნობილი მებრძოლები იბრძოდნენ ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველებმა პირველივე რაუნდებში დააფინიშეს.
ამირან სახოკიამ ირანელი მეტოქე პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. შოთა ბეთლემიძემ კი ასევე ირანელ სპორტსმენს პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.