ბათუმში გაიმართა ღია ტურნირი აჭარის თასზე მკლავჭიდში ვაჟთა შორის. მასში 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიასა და აბსოლიტურ კატეგორიაში გაიმართა.
პირველობა არავის დაუთმო გურჯაანელმა სპორტსმენმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ვასო იმერლიშვილმა.