სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში

25 ივნისი 2023, 14:15 960 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრება 12 წონით კატეგორიაში ტარდება.

სოლომონ ფეიქრიშვილის სახელს უკავშირდება აჭარაში ძიუდოს განვითარება. მას აღზრდილი ჰყავს მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ სოლომონ ფეიქრიშვილის შეგირდებმა ამირან პაპინაშვილმა და ვახტანგ ზოიძემ 2007 და 2008 წლებში მოუტანეს აჭარას პირველი ოქროს მედლები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

ტურნირი ხვალ დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი