ირაკლი აბაშიძის ხსოვნის ტურნირი კრივში დასრულდა

23 ივნისი 2023, 20:56 1201 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი მოსწავლე მოკრივეთა შორის. დღეს ფინალური და მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები გაიმართა. გამოვლინდნენ ჩემპიონები და საპრიზო ადგილზე გასულები. ტურნირის ჩემპიონებით დაკომპლექტდება საქართველოს მოსწავლე-მოკრივეთა ნაკრები, რომელიც აგვისტოში სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ შეჯიბრების მთავარი მსაჯი იყო სინგაპურელი სტეფან ვადიველი, მსოფლიო კვალიფიკაციის სამვარსკვლავიანი მსაჯი, რომელმაც ტურნირს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. შეჯიბრების ორგანიზატორების თქმით, ირაკლი აბაშიძის სახელობის ტურნირი ტრადიციული გახდება და მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც გაიზრდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი