ირაკლი აბაშიძის ხსოვნის ტურნირი კრივში

22 ივნისი 2023, 19:49 564 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი მოსწავლე მოკრივეთა შორის. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ტარდება. დღეს ნახევარფინალური შეხვედრები იმართება და გაირკვევა ყველა ფინალისტის ვინაობა, რომლებიც ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. ხვალ ბრძოლები ასევე მესამე ადგილისთვისაც გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ის ქართველი მოკრივეები, რომლებიც ჩემპიონები გახდებიან, საქართველოს ნაკრებში იქნებიან გამოძახებულები და ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი